საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო
ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით შექმნა
“ინელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია”, რომელიც პროექტის - "ახალგაზრდების
ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა” - ფარგლებში აცხადებს
მსმენელთა მიღებას.
სალექციო ციკლი შედგება შემდეგი მიმართულებებისგან:
ქრისტიანული ფსიქოლოგია;
არქეოლოგია და ისტორია;
ძველი და ახალი აღთქმა;
ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა;
ტრადიციული რელიგიები;
პროფესიული ურთიერთობები.
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.
სტუდიაში მიიღებიან 18-დან 25 წლამდე ასაკის მსმენელები.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი აპრილი, მაისი).
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება წარმოებს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე.
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით:
[email protected] ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 298 49 76
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი"
internet.ge