შს სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მაშველები ლიტვის
მოქალაქე ტომას ტალიუნასს ეძებენ.
ტალიუნასი ალპინისტია და თეთნულდის
მთაზე იმყოფებოდა. მასთან ბოლოს სატელეფონო კონტაქტი 23 სექტემბერს შედგა.
ამჟამად მიმდინარეობს დაკარგულის სამძებრო სამუშაოები.