ზუგდიდის
მრავალპროფილიანი
კლინიკური
საავადმყოფო
„რესპუბლიკას“
ყოფილი მედპერსონალი, სამსახურიდან მათი გათავისუფლების საქმის
გამოძიების მოთხოვნით, ახალ ხელისუფლებას მიმართავენ.
ექიმთა ნაწილი ამ მოთხოვნით გუშინ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის
წინ შეიკრიბა.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ გასული წლის
დეკემბერში სამსახურიდან ყოვალგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ექიმმა ია ხობელიამ
განუცხადა, გათავისუფლებულ ექიმებს არც კომპენსაცია და არც სახელფასო დავალიანება
მიუღიათ.
Internet.ge