გარემოს-დაცვის ყოფილის მინისტრი გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა.
"სადაც კი ამის
საშუალებაა,
ველოსიპედით
სიარულზე უარს არასოდეს ვამბობ. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდივარ, ეს ასე არ არის. ის ფოტოები, რაც მას აჩვენეს, დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს, რომლის დროსაც ველოსიპედი იყო ერთ-ერთი პრიზი და სამინისტროში გადავეცით",
- აღნიშნა
ხაჩიძემ
ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ცოტა ხანში პარლამენტიში
დეპუტატები ველოსიპეტებით ივლიან.
ხაჩიძე დარწმუნებულია, რომ ამ ტენდენციას
უმრავლესობის წევრებიც გაიზიარებენ.
Internet.ge