დედაქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს. ადგილზე 100-მდე სოციალურად დაუცველი ადამიანი იმყოფება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა
გადაკეტეს.
ისინი აცხადებენ, რომ მერიისგან, სოციალური საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ბინების მიღების დაპირება მიიღეს, თუმცა ბინა მხოლოდ 20-მა ოჯახმა მიიღო, დანარჩენი სამი ათასი
ადამიანი კი საცხოვრებელი ფართის გარშე დარჩა.
აქციის მონაწილეები მერიის
წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
Internet.ge