ჰააგაში ტრიბუნალი იხსნება, რომელიც 1980-იან წლებში ირანში 20 ათასამდე პოლიტიკური პატიმრის საიდუმლოდ სიკვდილით დასჯის შესახებ მტკიცებულებებს შეისწავლის.
ამასთან, ტრიბუნალის ინიციატორ უფლებადამცველთა თქმით, ვერდიქტს არ ექნება იურიდიული ძალა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ის მორალური ნორმების თვალსაზრისით მოახდენს გავლენას.
ტრიბუნალის ინიციატორები ირანის რეჟიმს დისიდენტთა გატაცებაში, მათ წამებასა და ჩამოხრჩობით ან დახვრეტით სიკვდილით დასჯაში სდებენ ბრალს.
ტრიბუნალის მიზანია, დაუმტკიცონ ოფიციალურ ორგანოებს, რომ პირებმა, რომლებიც ამ მკვლელობებთან არიან კავშირში, პასუხი უნდა აგონ.
Internet.ge