ბიძინა
ივანიშვილი დევნილების მერიის შენობაში შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით,
არსებობს პრობლემები, რომლის მოგვარებასაც უახლოეს პერიოდში აპირებს.
ამის შესახებ
განცხადება, ივანიშვილმა მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„დევნილებთან
დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ორგანიზებული შეჭრები ხდება. მგონი ძველი
ხელისუფლება მათ დაპირებებს აძლევდა და
ახლა ამ დაპირებებს არ უსრულებენ. ვაპირებ სასწრაფოდ შევიკრიბოთ და ამ საკითხზე
შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge