საფეხბურთო
კლუბი, თბილისის “დინამო” მერაბ ჟორდანიას განცხადებას პასუხობს.
როგორც „დინამოში“ განმარტავენ, კლუბის ამჟამინდელ და წინამორბედ მესაკუთრეებს შორის არავითარი სადაო საკითხი არ არსებობს და მათ შორის გარიგება 2011 წელს კანონმდებლობის სრული დაცვით
მოხდა.
„სასამართლოს.ს.კ “დინამო” თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია გაკვირვებას გამოხატავს მერაბ ჟორდანიას მიერ გავრცელებული განცხადებით.
მერაბ
ჟორდანია ცოტა ხნის წინ სტუმრობდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზას და რომან ფიფიასთან მაშინდელ და შემდგომ შეხვედრებშიც მსგავსი თემა არ წამოჭრილა”, - ნათქვამია განცხადებაში.
მერაბ
ჟორდანიამ
“დინამოსთან”
დაკავშირებით
განცხადება
გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კლუბის ყოფილმა და ამჟამინდელმა მეპატრონეებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ და იურიდიული მფლობელი გაარკვიონ. ჟორდანიამ სასამართლოს გზით ამ საკითხის
გარკვევის
უფლებაც დაიტოვა.
Internet.ge