ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეელი გენერალი, რომელიც შემჩნეული იყო იმაში, რომ სათანადოდ არ იგლოვა კიმ ჩენ ირი, გამორჩეული მეთოდით დახვრიტეს.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კიმ ჩოლი განსაკუთრებული მეთოდით დასაჯეს სიკვდილით: ის ბოძზე მიაბეს და ნაღმმტყორცნიდან ესროლეს.
მეთოდი თავად დაღუპული ლიდერის შვილმა კიმ ჩენ ინმა შეარჩია, რომელმაც მოითხოვა, რომ გენერლისგან თმაც კი არ დარჩენილიყო.
კიმ ჩოლის გარდა, წელს ჩრდილოეთ კორეაში უკვალოდ გაქრა კიდევ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი სამხედრო და ჩინოვნიკი. დასავლელი და სამხრეთ კორეელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალმა ლიდერმა ელიტაში წმენდა მოაწყო, რათა პოტენციური კონკურენტები ჩამოეშორებინა.
internet.ge