დასუფთავების ტარიფის განახევრების საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ
დასუფთავების ტარიფი 5 თვის განმავლობაში განახევრდება. აღნიშნულ
საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
დასუფთავების განახევრებული ტარიფი
- 2,5 თეთრი თბილისში ნოემბრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
5 თვის განმავლობაში ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ საათზე,
მოსახლეობა 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრს გადაიხდის. ამასთან, შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, მერია ამ მიზნით სუბსიდიას გამოყოფს.
internet.ge