სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ნაწილი ნაძალადევში, შემოსავლების სამსახურის შენობაში შეიჭრა და შენობის რამდენიმე სართული თვითნებურად დაიკავა.
შემოსავლების სამსახურში სოციალურად დაუცველ პირებს განუმარტეს, რომ შენობაში მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება, ამიტომ, მათი იქ დარჩენა შეუძლებელია.
„აქ ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საგადასახადო დოკუმენტაცია.
ეს არის სტრატეგიული დანიშნულების შენობა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები და დაგვიცვან შემოჭრისგან“ - განაცხადა საარქივო სამსახურის
უფროსმა ქეთევან რამიშვილმა.
მოგვიანებით, ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძეც მივიდა.
მინისტრმა პასუხისმგებლობა მერიას და მის სოციალურ სამსახურებს დააკისრა.
სოციალურად დაუცველთა ნაწილი ამ დრომდე შენობაში რჩება.
ცნობისთვის, ბინების
მოთხოვნით, სოციალურად დაუცველმა პირებმა აქცია გუშინ მერიასთან გამართეს. ისინი
შენობაშიც შეიჭრნენ და მერიის პიკეტირება სცადეს.
internet.ge