საგარეო მინისტრის პოსტზე ახლადდამტკიცებულ მაია
ფანჯიკიძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს,
12:00 საათისთვის ელოდებიან.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საგარეო უწყების
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მინისტრი თანამშრომლებს
შეხვდება. მოგვიანებით კი პრესისთვის კომენტარს გააკეთებს.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“
გამარჯვების შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა მისი პრესსპიკერი - მაია
ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გუშინ კი
პარლამემტმა ის ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
internet.ge