საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი
ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია, რომ საქმეზე პროკურატურამ
მოკვლევა დაიწყოს.
„როცა
გარდაცვლილის ოჯახის წევრი გარდაცვალების რაღაც ვერსიაზე საუბრობს, ის უკვე საქმის
მოკვლევისთვის საკმარისი საფუძველია. მოკვლევის საფუძველი, შეიძლება არა მხოლოდ
ოჯახის წევრის განცხადება გახდეს, არამედ ჩემი, თუ მე თქვენ რაღაც ვერსიას გეტყვით
და თქვენ მას დაბეჭდავთ, ასეთ შემთხვევაში, გამოძიება ვალდებულია ჩემი ვერსიით
დაინტერესდეს“, - აცხადებს ხმალაძე.
internet.ge