სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დღეს, სამინისტროში მივიდა.
როგორც
ყიფიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მუშაობის 48 საათიან რეჟიმზე
გადადის. სამინსიტროში მინისტრი ნინო ვადაჩკორიასთან და რატი ბრეგვაძესთან ერთად
მივიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა თანამდებობებს დაიკავებენ ეს პირები.
„მზად ვარ
შეხვედრები და კონსულტაციები ყველასთან ვაწარმოო. 48 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ,
ყველას შევხვდებით, დაველაპარაკლებით და ჩვენ ხედვას გავაცნობთ“,- განაცხადა
ყიფიანმა.
internet.ge