ირაკლი ღარიბაშვილი შს სამინისტროში ეკა ზღულაძეს ხვდება
15:03 26.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ირაკლი ღარიბაშვილი შს სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
"მივესალმე სამინისტროს, პირად შემადგენლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა, მადლობა ვუთხრა ასევე პარლამენტს, "ქართულ ოცნებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შს მინისტრმა პირობა დადო, რომ იქნება ხალხის სამსახურში და კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას. ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ არ არის გამორიცხული შს მინისტრის ამჟამინდელმა მოადგილეებმა თანამდებობა შეინარჩუნონ.
ამ წუთებში ღარიბაშვილი შს ყოფილ მინისტრს - ეკა ზღულაძეს ხვდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|