ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კუდი და სოდი გაუქმდება, თუმცა ეს ამ დეპარტამენტში
დასაქმებული ადამიანების ხარჯზე არ მოხდება.
„დეპარტამენტის ფუნქციები გადანაწილდება და შეიქმნება ახალი სტუქტურული ერთეულები. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო იქნება. რაც შეეხება სოდს, ისიც გაუქმდება და მის ფუნქციებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეითავსებს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შს მინისტრი უკანონო
მოსმენების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები შეწყდება.
„მე მხოლოდ და მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში. ვპირდები ყველას, რომ იმაზე უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყო. გამოვაცხადებთ რეორგანიზაციას და შეიქმნება ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო. ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან გეგმას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება პატრულს, მინისტრის განცხადებით, პატრული არის ძალიან პროგრესული და კარგი პროექტი.
Internet.ge