ახალი მინისტრების ნაწილი მუშაობას უკვე შეუდგა.
სამინისტროებში ახალი ხელმძღვანელები შეხვედრებს მართავენ და თანამშრომლებს
ეცნობიან.
ამ დროისათვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
გიორგი მარგველაშვილი, სამინისტროში იმყოფება. სამინისტროში
დილიდან მივიდა გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე.
თანამშრომლებს უკვე შეხვდა შინაგან საქმეთა ახალი
მინისტრი. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი, პირველი თათბირი ჩაატარა
და თანამშრომლებს გაეცნო. მისი თქმით, დაგეგმილია სტრუქტურული და საკადრო
ცვლილებები.
სუბარმა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ გიგა
გიორგაძე დანიშნა. სამინიტროში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინიტრი დავით სერგეენკოც. ის
თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით პროგრამები,
რომლებიც დაწყებულია, გაგრძელდება.
თანამშრომლებს შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. მისი თქმით, ის მუშაობის 48- საათიან რეჟიმზე
გადადის.
internet.ge