ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს
17:28 26.10.2012
|
დღის სიახლეები
|
შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს: "მე ვიქნები
ძალიან პრინციპული, სამართლიანი, კანონიერი, ჰუმანური და ამ პრინციპებზე
დავაფუძნებ მთელი სამინისტროს მუშაობას. მე ვიქნები ძალიან კორექტული,
კონსტრუქციული, მზად ვარ მივიღო ყველა შენიშვნა, ობიექტური კრიტიკა
ნებისმერი თანამშრომლისგან. მე ვიქნები ობიექტური და ვიშრომებ
თავდაუზოგავად, რომ ვუზრუნველყო ხალხის უსაფრთხოება. პოლიციის მთავარი
ფუნქცია - ემსახუროს ხალხს, უნდა აღვადგინოთ. მე ვიქნები პირველი მეგობარი
და უფლების დამცველი თითოეული მოქალაქის, ამავდროულად ვიქნები პირველი
მეგობარი თითოეული პოლიციელის, თანამშრომელის. ვიქნები შეურიგებელი
კრიმინალთან და დაუძინებელი მტერი ყოველი დამნაშავის. ირაკლი ღარიბაშვილი" - აღნიშნული მიმართვა ფეისბუქში ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში გაავრცელა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|