ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროელებს დღეს, დასაქმების მინისტრი კახა საკანდელიძე შეხვდა.
მინისტრი მაღაროელებს დახმარებას დაპირდა და განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლიც მუშების მოთხოვნებს და არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
ჭიათურის მაღაროებში მუშაობა კვლავ პარალიზებულია. მუშები გაფიცვას ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კვლავ განაგრძობენ.
მუშები სამედიცინო დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.
Internet.ge