GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნას გეგმავს
11:16 27.10.2012
დღის სიახლეები
ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით,  ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი დღესვე დატოვებს ყველა პოლიტიკურ და პარტიულ თანამდებობას. 

ქართული არმია გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება. 

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ასევე იქნება მთავარი პრიორიტეტი, თავდაცვის სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება უახლოეს მომავალში განხორციელდება. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესი. თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას თუ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას. 

მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს ფინანსური გამჭვირვალობა და მაქსიმალური მონიტორინგი. ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარია გარღვევა. მისივე თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუშაობას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყებს, რათა თავდაცვის უწყების არც ერთ რგოლს პრობლემა არ შეექმნას“,– განცხადების ტექსტი თავდაცვცის სამინისტროს გვერდზე განთავსდა. 

საქართველოს ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით, სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნასაც გეგმავს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს1
ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნას გეგმავს2
დეპუტატობის კანდიდატი რეკლამას დახვრეტილთა სიის ხარჯზე იკეთებს3
გრიგოლ ვაშაძე ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება4
ტყვეობიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X