ალექსი პეტრიაშვილი დღეს უწყების თანამშრომლებს შეხვდა
12:00 27.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დღეს უწყების თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებულ კურსს შეინარჩუნებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა თანამშრომლებთან. ვისაუბრეთ, ძირითად მიმართულებებზე და შევთანხმდით, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის სანუკვარ ოცნებას და გახდეს ევრპაში ღისრეული წევრი. ამასთან, ჩვენი საზრუნავი ნატოში გაწევრიანებაა,“– აღნიშნა მინისტრმა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძემაც.მისი თქმით, უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|