ახლად დამტკიცებული მინისტრები უწყებებში
მისვლას განაგრძობენ. ისინი მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგნენ.
სამინიტროებში დილიდან მივიდნენ,
დიასპორის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი
პეტრიაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია.
მინისტრები თანამშრომლებს გაეცნენ და სამომავლო
გეგმებსა და პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
მინისტრებმა შეხვედრები გუშინდელი
დღიდან დაიწყეს, ორშაბათიდან კი, ყველა უწყებაში ახლადდანიშნული ხელმძღვანელები
მუშაობას დაიწყებენ.
Internet.ge