კოტე კუბლაშვილი: თანამშრომლებისა და მოსამართლეების ხელფასებზე 10%-იან მატებას ვითხოვთ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა რიგით მე-9
კონფერენცია
მიმდინარეობს, სადაც მომავალი წლისთვის სასამართლო ხელისუფლების 2 მილიონიან ბიუჯეტსა და მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესების საკითხს განიხილავენ.
როგორც
კონფერენციაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშილმა განაცხადა,
ისინი 2013 წლისთვის, წინა წლის ანალოგიურ ბიუჯეტს ითხოვენ და ასევე, თანამშრომლებისა და მოსამართლეების ხელფასებზე
10 %-იან მატებას.
დღევანდელ
კონფერენციაზე ასევე, მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესების საკითხსაც
განიხილავენ.
„ჩვენ
გვექნება მთავრობასთან ურთიერთობა და საუბარი ამ საკითხებზე, რათა ცივილიზებულად და კანონმდებლობით დადგენილი ჩარჩოების მიხედვით მოხდეს მათი განხილვა. იმედია, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს,
რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით“,-
განაცხადა კუბლაშვილმა.
Internet.ge