საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია
ფანჯიკიძის ინფორმაციით, გაერო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია
თანამდებობიდან მიდის.
ამის შესახებ განცხადება,
ფანჯიკიძემ გუშინ, გადაცემა ”პოლიტმეტრში” სტუმრობისას გააკეთა. ფანჯიკიძის
თქმით, მას აღნიშნული ინფორმაცია, გუშინ შეხვედრისას, საგარეო საქმეთა ყოფილმა
მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა.
ფანჯიკიძის
თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა სხვა ხელმძღვანელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
Internet.ge