მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს
მოსკოვში, რესტორან "ხამოვნიკის გავანში” ქურდული შეკრება აღკვეთეს, რომელსაც ასლან უსოიანის, მეტსახელად დედ ჰასანის კლანის წარმომადგენლები მართავდნენ.
შედეგად, დაკავებულია 5 ე.წ. კანონიერი ქურდი: გელა, თემურ სვერდლოვსკი, სურო, ონიკ და არტემ ლიპეცკი. ამ უკანასკნელს ჩხრეკისას ჰაშიში და სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოუჩინეს.
დაკავებულთა შორისაა გელა ქარდავა, რომელიც თემურ სვერდლოვსკისთან ერთად ქურდულ სამყაროში მძიმეწონიან პერსონად ითვლება. მისი კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც დედ ჰასანმა უფლება მისცა ნათლიმამის ფუნქციები ეკისრა და მისი კლანის გამორცეული წევრი გამხდარიყო.
Internet.ge