შემთხვევა ბელორუსში
მოხდა. მფრინავი
თეფში 27 წლის მამაკაცს
2 საათის განმავლობაში
დასდევდა და ქალაქში
ჩასვლაში ხელს უშლიდა.
კერძოდ, მანქანის
წინ მოულოდნელად
ყვითელი ფერის მანათობელი
ბურთი გაჩნდა. მძღოლმა
მისი გვერდის ავლა
სცადა, მაგრამ ბურთმა
ამის საშუალება
არ მისცა და
დაედევნა.
მაშინ მამაკაცმა
სიჩქარეს უმატა. თუმცა
ამოუცნობმა ობიექტმა
მას კვლავ გადაუჭრა
გზა, მძღოლმა კიდევ
მოუხვია, თუმცა ამაოდ
– ბურთი მას თავს
არ ანებებდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა
მამასთან დარეკა, რომელიც
ადგილზე 30-40 წუთში მივიდა.
სწორედ ამ დროს
ობიექტი მაღლა აფრინდა
და ნელ-ნელა
გაქრა.
როცა აღნიშნული
ინფორმაცია ადგილობრივ
გაზეთში გამოქვეყნდა,
მას არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა.
აღმოჩნდა, რომ ღამით
მათაც ნახეს მანათობელი
ბურთი – ზოგმა ფანჯრის
წინ, ზოგმაც გზაზე.
მსგავსი მფრინავი
თეფშის შესახებ ოდესელი
ბლოგერიც წერს, რომელმაც
უცნაური მოვლენა კამერით
გადაიღო.
Internet.ge