კემეროველი ახალგაზრდა მამაკაცი უარს ამბობს საგზაო წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარისმის გადახდაზე და ამის მიზეზად მეორედ მოსვლას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, დეკემბერშია მოსალოდნელი, სწორედ ამიტომ, ის თვლის,
რომ ახლა ფულის გადახდას აზრი არ ექნება. წესრიგის დამრღვევი ანალოგიურად მოქცევას ურჩევს სხვებსაც.
მან აღმასრულებლებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, სამყაროს აღსასრულის წინ კეთილები გახდნენ და ერთმანეთს ვალები აპატიონ, რათა თავიდან აირიდონ აპოკალიფსი.
სასამართლო აღმასრულებლები კი,
მამაკაცის გონზე მოსაყვანად, სავარაუდოდ, მისი 15 დღით დაპატიმრებას აპირებენ.
Internet.ge