GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი "მე-9 არხს" პასუხობს
13:03 28.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი "მე-9 არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებები, რომელიც აღნიშნული ტელევიზიით გაჟღერდა ამაზრზენი ტყუილი იყო. განცხადებას, რომელსაც შაშკინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო,

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია. არ ვაპირებ, თავი შევიკავო და დავუშვა, რომ ჩემ სახელთან ასოცირებული იყოს პასუხგაუცემელი ბრალდებები. გუშინ მე-9 არხზე გაჟღერდა ამაზრზენი ტყუილი. ყველა ბრალდება ჩემსა და ჩემი გუნდის მიმართ იყო აბსოლუტური ცილისწამება და სიცრუე.

2011 წელს ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 1-6 კლასებისთვის, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დღის წესრიგში დადგა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი. ეს იმას ნიშნავს, მე კი არ გავაუქმე სახელმძღვანელოების ლიცენზიები, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ, კანონის მოთხოვნის მიხედვით, გამომცემლებს მოუწია 1-6 კლასების სახელმძღვანელოებისთვის ახალი გრიფირების მიღება.

2011 წელს, შუამავლის მეშვეობით, დამიკავშირდა სიუჟეტში ნაჩვენები პიროვნება და მთხოვა პირისპირ შეხვედრა. შეხვედრა პრობლემა არასოდეს არ იყო, რადგან მე გამომცემლებს ყოველთვის ვხვდებოდი, ოღონდ - საჯაროდ. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა ჩემთან პირისპირ შეხვედრა და უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას უნდოდა კანონსაწინააღმდეგო წინადადების გაკეთება. ამ განზრახვის შესახებ იმავე დღეს შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილიყო სპეციალური ოპერაცია, რათა აღკვეთილიყო უკანონო ქმედება და დამნაშავეების დაკავება მომხდარიყო კონკრეტულ ფაქტზე.

სწორედ ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოავლინეს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს დაკავების ოპერაცია. რაც საზოგადოებამ იხილა სიუჟეტში, ეს იყო მათი ოპერატიული მუშაობის კადრები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ თანხის გადაცემის მომენტში და სწორედ ასეც მოხდა.

ქრთამის გადაცემის მომენტი გადაღებული იყო და შემდგომში ტელევიზიებითაც არაერთხელ გადაიცა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, საუკეთესო მოსწავლეებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის სასახლეში და აღნიშნა, რომ შაშკინი ქრთამებს არ იღებდა და მიმართა სხვებს, რომ მომავალში ნურავინ ეცდება ამის გაკეთებას. ყველა ეს ფაქტი არის სატელევიზიო არქივებში და ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანებს, ქრთამის სახით, უნდოდათ, ჩემთვის შემოეთავაზებინათ 50,000 აშშ დოლარი და მათი ბიზნესის გარკვეული წილი" - წერს შაშკინი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ1
დიმიტრი შაშკინი "მე-9 არხს" პასუხობს2
"ალ-ქაედას” ლიდერმა ეგვიპტელებს უცხოელების გატაცებებისკენ მოუწოდა3
რუსეთის სკოლებში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საგანს ასწავლიან4
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X