აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ
ბერიძე აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კი დავით ბაციკაძე იქნება.
ავთანდილ ბერიძეს
მხარი 13 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში
მონაწილეობა არ მიიღო 8 დეპუტატმა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ჯერ კიდევ სხომამდე აცხადებდნენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.