სასჯელაღსრულების დაწესებულებას "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი დატოვებს
15:12 28.10.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი დატოვებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ
სუბარმა განუცხადა. მისი განმარტებით,
გულაშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება, რადგან ის ამისთვის ყველა
პირობას აკმაყოფილებს.
სოზარ სუბარის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებებიდან, პირობით ვადაზე ადრე, დღეს და ხვალ 300-მდე პატიმარი გათავისუფლდება, მათ შორის იქნებიან პოლიტპატიმრებიც, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|