დღეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მყოფი ოჯახების დასამარებლად ვაკის პარკში საქველმოქმედო ღონისძიება
გაიმართა. იუსტიციის სამინიტროს პროექტის „ჩემი უფროსი მეგობრის"
მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეებისაგან ნებაყოფლობით
შემოწირულობებს იღებდნენ. საბავშვო ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები,
საოჯახო ნივთები "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან არსებულ ოჯახის
გაძლიერების პროგრამას" გადაეცა.
საქველმოქმედო აქციის პარალელურად,
სპეციალური გასართობი ღონისძიებები მოეწყო ბავშვებისათვის. პატარების
განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, სახART ჯგუფმა კი მსურველებს სახის მოხატვა შესთავაზა.
აქციის ყველა მონაწილეს, რომელმაც თუნდაც სიმბოლური შემოწირულობა გაიღო,
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის, სამახსოვრო ფოტოები გურამ
მურადოვმა დაუმზადა.
აქციაზე შეგროვებულ ნივთებს "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან არსებულ ოჯახის გაძლიერების პროგრამა"
ორგანიზაციაში დარეგისტრირებულ ოჯახებს გაუნაწილებს.
ღონისძიება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტს "ჩემი უფროსი მეგობარი"
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად 2011 წლიდან
ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პრობლემის მქონე
არასრულწლოვნები უფროს, წარმატებულ ადამიანებს უმეგობრდებიან. უფროსი
მეგობრის შერჩევა საერთო ინტერესების და პიროვნული მახასიათებლების
გათვალისწინებით ხდება.
პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან
მოზარდებში დანაშაულის ჩადენის პრევენციას და დადებითი გავლენის მოხდენას
არასრულწლოვნებზე - მათში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძებას,
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას და თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვის
ხელშეწყობას.
internet.ge