გლდანის
მერვე საპყრობილესთან პატიმრების მშობლები და ნათესავები არიან შეკრებილნი. ისინი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნათია იმნაძის კანდიდატურის წარდგენას ითხოვენ.
აღნიშნული
მოთხოვნით,
მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
ასევე,
ამ დროისათვის გლდანის საპყრობილესთან იმყოფერბიან ის პირებიც, რომლებიც სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერენ მხარს.
შეგახსენებთ,
რომ სახალხო დამცველის დამტკიცების ზუსტი თარიღი, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. სავარაუდო კანდიდატები კი, არიან: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
Internet.ge