საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უცხოური ვიზიტების
თემას განიხილავს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის
განცხადებით, დღეს ახალი პრემიერი მუშაობას იწყებს და მინისტრები მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.
კანცელარიაში შეკრებილი ჟურნალისტები
დაინტერესდნენ, ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი კონკრეტულად რომელ
ქვეყანაში შედგება.
„ითქვა, რომ პრემიერის პირველის ვიზიტი ვაშინგტონში შედგებოდა, თუმცა 6 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ამიტომაც შესაძლოა, ამერიკაში ვიზიტის თაირღმა გადაიწიოს და ივანიშვილი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგეს, თუმცა ვიზიტის ზუსტი
თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია“,- განმარტა ფანჯიკიძემ.
Internet.ge