განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს, მოსწავლეებს საატესტატო გამოცდები სკოლებში
ჩაუტარდებათ.
ამის შესახებ განცხადება, მარგველაშვილმა
დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, წელს რიგი მიზეზების გამო, გამოცდებს ეროვნული ცენტრი ვერ ჩაატარებს
და აღნიშნული გამოცდები სკოლაში, დირექციის მიერ იქნება ორგანიზებული.
„გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც
დამთავრდება ამა თუ იმ საგნის სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით. მომავლში არ ჩატარდება
გამოცდები მხოლოდ მე-12 კლასში. ეს სისტემა კი, მომავლი წლიდან დაინერგება, რადგან
ახლა ამის შესაძლებლობა არ არის და საგამოცდო ბაზები ხელახლა არის
შესამუშავებელი“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი პროგრამით გამოცდების ჩატარებას 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
Internet.ge