დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წევრები დარახველიძის მოადგილედ ლელა გულედანის დანიშვნას ითხოვენ
დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წევრები პრემიერ-მინისტრ
ბიძინა ივანიშვილს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ მათი
კოალიციის თავმჯდომარე ლელა გულედანის დანიშვნას სთხოვენ.
დევნილებმა მოთხოვნას 1 600 ადამიანის ხელმოწერა დაურთეს.
დევნილთა საზოგადოება მიიჩვევს რომ გულედანი ყველა პრობლემაში,
რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ექმნებათ, კარგადაა გარკვეული და პრობლემის
მოგვარებას მალევე შეძლებს.
Internet.ge