სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ
სუბარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს,
ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, რომელსაც ასევე, არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა ესწრებოდნენ.
ამ დროისათვის
კი, პატრიარქი მინისტრთან ერთად, სასჯელაღსრულების მე-7
დაწესებულებაში იმყოფება. დაწესებულებაში შესვლამდე მათ,
ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Internet.ge