აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.
როგორც ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნორლანდმა
ჟურნალისტებს განუცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება.
„შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისკენ“,-
განაცხადა ელმა.
რაც შეეხება წერილის შინაარსს, მისი გამხელა ნორლანდმა არ ისურვა.
Internet.ge