ბიზნესმენი
ჯოზეფ ქეი მზად არის, მის სახელზე არსებული "იმედის"
10%-იანი წილი ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელს ინა გუდავაძეს გადასცეს.
ქეი მის გადაწყვეტილებაზე არაფერს ამბობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბერეზოვსკის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.
როგორც
ქეი გაზეთ "ქრონიკისთვის"
მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, "იმედის" მთავარი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა
და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა იქნება".
"მთავრობა ბადრის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისთვის და მისი
ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტად ტელევიზიას ითხოვდა. იმ პერიოდისთვის ტელევიზია ნომინალური მფლობელის ხელში იყო. მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს აქტივი ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც ისეთი ადამიანის ხელში ყოფილიყო, რომელსაც თავად ექნებოდა რამე დასაკარგი, ან მათი კლანის წევრი იქნებოდა. მე ორივე მხარისთვის მისაღები აღმოვჩნდი. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 5 წლით მართვის უფლების გადაცემაზე თანხმობა მივიღე. შემდეგ ბადრი გარდაიცვალა. ჩვენი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს. მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდი. მე ასე ვთქვათ "გამაშავეს":
თითქოს ბადრის "ყალბი" ანდერძით მისი აქტივების ხელში ჩაგდება მინდოდა. "იმედი" არანაირად არ უკავშირდებოდა ანდერძსა და ჩემს ეკზეკუტორობას. ეს მოლაპარაკებისა და გარიგების თემა იყო. ჯაოშვილს თავის წილ აქციებში ფული გადავუხადე. ანდერძის აღმასრულებლის ფუნქცია გამოვიყენე მხოლოდ ორჯერ, ერთი ბადრის სიცოცხლეშივე წართმეული მთაწმინდის პარკის თემის დასასრულებლად, ეს გიგი უგულავას ისტერიული მოთხოვნა იყო და მეორე ბადრიმ თავისი დაღუპული მეგობრის შვილებს თანხა დაუტოვა და მის აღებაში დავეხმარე. 2009
წელს გამომიცხადეს, რომ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის "იმედი" წაერთმია. მოტივი იყო შემდეგი, ინა ყველგან გებრძვის,
"გაშავებს"
და ტელევიზია შეიძლება წაგართვას, ამიტომ ის საიმედო ხელში უნდა იყოს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს არ იყო ჩვენი შეთანხმება და 5 წელიწადში მე იმედი უნდა დამებრუნებინა. თავისი გეგმის შესრულება შეძლეს", -
აცხადებს ჯოზეფ ქეი.
Internet.ge