ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, სამინისტროშო ფინანსური
თვალსაზრისით, ნორმალური სიტუაციაა და გარღვევები არ ფიქსირდება.
ამის შესახებ განცხადება, კალაძემ კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას
გააკეთა.
კალაძის
თქმით, ის აღნიშნულ ინფრომაციას პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშილს მიაწვდის.
„პრემიერს ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას
მივაწვდი. ასევე საუბარი შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ზამთრისთვის მდგომარეობას. ფინანსური თვალსაზრისით, სამინისტროში ნორმალური სიტუაციაა. არსებობს შიდა აუდიტის დასკვნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნაც აუცილებელია,
წინასწარი ინფორმაციით, გარღვევები არ არის", - განაცხადა კალაძემ.
Internet.ge