განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, თამარ სანიკიძე და დავით ზურაბიშვილი იქნებიან.
ამის შესახებ განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მეოთხე მოადგილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება ძველ მოადგილეებს, თანამდებობაზე მათგან არავინ დარჩება.
მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე სოფლებში სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
Internet.ge