თბილისში, რუსთაველის
გამზირზე არსებული პარლამენტის შენობის საკითხს ახლადდანიშნიული მინისტრები
სწავლობენ.
ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„პარლამენტის ძველი
შენობა ეკონომიკისა თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროების აქტებით გადაცემულია
საპარტნიორო ფონდისთვის, რომელსაც ყოფილი
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს და რომლის ოფისი განთავსებულია იქ.
შენობის გაყიდვას ვერ მოესწრო. რაც შეეხება ავეჯს, გადაცემულია სხვადასხვა
უწყებებისთვის, თუმცა, რამდენად მიზანშეწონილად, ამას კონტროლის პალატა გაარკვევს.
რაც შეეხება იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, არა იმიტომ, რომ ერთად
გვიწვეს საქმიანობა, არამედ პარლამენტის
შენობაზე ყველაზე ნაკლები ბრალი შეიძლება იყოს პარლამენტის აპარატის ან
თავმჯდომარის, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ ყველაფერი გაანაწილა, ისევე როგორც
ამ შენობის მშენებლობაზე არანაირი დაფინანსება არ მიუძღვის პარლამენტს. ამ უაზრო
გადაწყვეტილებების მიღებაში წინა პარლამენტი ისეთივე მსხვერპლია, როგორც ახალი
პარლამენტი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
Internet.ge