აჭარის მთავრობის ჯერ კიდევ
მოქმედი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ადგილობრივ
ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თამარის დასახლებაში სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოების
დათვალიერებისას განაცხადა.
სოციალური სახლი სხვადასხვა კატეგორიის უსახლკარო ოჯახებისთვის, აჭარის მთავრობის ინიციატივით შენდება. პროექტის დასრულება დეკემბრისთვის იგეგმება.
“სოციალური სახლის
მშენებლობა ლევან ვარშალომიძის ინიციატივით დაიწყო. ჩვენ
აქ დევნილებისთვის მთელი
კვარტალი ავაშენეთ. ახლა
რამდენიმე კორპუსი შენდება. დაგეგმილი იყო რამდენიმე ათეული კორპუსის აშენება იმისთვის, რომ ბათუმი
ბარაკებისგან მთლიანად დაიცალოს. აქ ასევე უნდა
ჩასახლდნენ ეკომიგრანტები და ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ”, - განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ
აღნიშნა, თუ რა სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს ბათუმში და მთლიანად აჭარაში,
რისთვისაც ვარშალომიძესა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.
Internet.ge