გერმანელი კასკადიორი ჰეიკო
ფონ დერ შლიპენი, რომელსაც ტომ კრუზთან ერთად ფილმში" მისია
შეუსრულებელია "იღებენ, კიოლნში გამოფენაზე ერთ - ერთი
ილეთის შესრულებისას ლამის დაიწვა.
მან ცეცხლი მოიკიდა, თუმცა როცა ხანძრის ჩაქრობის დრო მოვიდა,
სპეციალური ცეცხლჩამქრობი ბალონები სრულფასოვნად არ ამუშავდა.
საბედნიეროდ, მათი შემცვლელები მალევე მიიტანეს ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შლიპენი ცოცხლად დაიწვებოდა.
მიუხედავად დროული დახმარებისა, კასკადიორი მაინც დაიწვა,
განსაკუთრებით, სახეზე. მან
განაცხადა, რომ საკუთარ ტყავზე განიცადა ტაფაზე
ხორცის მომზადების პროცესი.
Internet.ge