“ჭაითურ მარგანეზის"
გაფიცული მაღაროელები დღეს, ჭიათურიდან ქუთაისის მიმართულებით ფეხით მსვლელობას გეგმავენ.
მაღაროელები ქუთასში, პარლამენტის შენობასთან
აქციას გამართავენ და მათ პრობლემებს დეპუტატებს გააცნობენ. მუშების განცხადებით,
მათი ერთადერთი იმედი ბიძინა ივანიშვილია.
შეგახსენებთ,
რომ მაღაროელები 15 ოქტომბერს გაიფიცნენ. მუშების განცხადებით, ისინი
აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ხელფასების 100%-ით ზრდა არ მოხდება.
internet.ge