პატიმართა
ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გრძელდება. რუსთავის ციხე გვიან ღამით კიდევ
16 პატიმარმა დატოვა, მათ შორის
იყო 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული გიორგი ალხაზიშვილი.
ვადაზე ადრე საპატიმრო დაწესებულება 2
დღის განმავლობაში სულ 300- მდე მსჯავრდებულმა დატოვა.
სასჯელაღსრულების მინისტრის
სოზარ სუბარის განცხადებით კი, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა,
რის გამოც რამდენინმე დღის განმავლობაში, პატიმართა
გათავისუფლება ვერ მოხდება.
internet.ge