სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი
ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
აღნიშნულ
ინფორმაციას, ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს. სანაკოევის განცხადებით, ის
თბილისში ნოემბერში ჩამოვა.
სანაკოევს ვანო
მერაბიშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს. ის ასევე რეინტეგრაციის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ტელე-დებატებში იწვევს.
„თბილისში
სექტემბერში ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ვერ შევძელი. ერთი პირადი საქმე მაქვს თბილისში, ბინა მაქვს
ჩამორთმეული და ასევე მინდა ვანო მერაბიშვილს შევხვდე, ბევრი საკითხია რაზეც უნდა
დავილაპარაკოთ“,- განაცხადა სანაკოევმმა.
internet.ge