აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში წვიმა და ქარი ამ დრომდე
გრძელდება. მთელი დღის განმავლობაში დახურული იყო მეტროპოლიტენი და ქალაქის
მთავარი სარკინიგზო სადგური „იუნიონი“, რომელიც ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონის
სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.
შტორმის შედეგად გაუქმდა ავია-რეისები, დაიკეტა სკოლები, ქალაქის
მერის, ვინსელტ გრეის განცხადებით, სასწავლო პროცესი ხვალაც არ გაგრძელდება.
მუშაობა შეაჩერა გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც,
დახურულია საფონდო ბირჟაც. რაც ძალიან იშვიათობაა.
სპეციალისტები მდინარე პოტომაკის ადიდებას ვარაუდობენ, რამაც შესაძლოა
ცენტრალური ქუჩები დატბოროს.
წყალდიდობა მძვინვარებს ატლანტიკის სანაპიროზეც, სადაც რამდენიმე
მეტრიანი ძლიერი ტალღები შეინიშნება. ქუჩები დატბორილია, წყლის დონე ქუჩაებში 1
მეტრს აღწევს.
რაც შეეხება ვირჯინიას და ვესტ ვირჯინიას აქ ტემპერატურის მკვეთრი
ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი.
ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში ტროპიკულმა ქარიშხალმა 11 ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტიქიის შედეგად ადამიანები ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსში, პენსილვანიაში,
დასავლეთ ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში დაიღუპნენ.
ელექტროენერგია 11 შტატში, სულ 2,85 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს
გათიშული.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სტიქიის გამო წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
Internet.ge