უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, უკრაინის ყოფილმა პრემიერმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო.
ტიმოშენკოს განცხადებით, არჩევნების შედეგები გაყალბებულია. სწორედ ამიტომ მიმართა მან პროტესტის უკიდურეს ფორმას. შეგახსენებთ, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია" ლიდერობს. მეორე ადგილს იკავებს იულია ტიმოშენკოს ოპოზიციური გაერთიანება “ბატკივშინა”.
internet.ge