გენერალური პროკურორი არჩილ
კბილაშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ტოვებს. ამის
შესახებ განცხადება, კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით,
თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, მას პარტიაში
ყოფნის უფლება აღარ აქვს, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.
კბილაშვილი
„ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას, პარტიაში დღეს
გადააგზავნის.
დღესვე
კბილაშვილმა მოქმედ პროკურორებს მოუწოდა, სასამართლოებს საქმეების არსებითი განხილვების ორი კვირით
გადადების შესახებ მიმართონ.
„სწორედ
ორი კვირის ვადაში
უკვე დანიშნული იქნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც მოახდენენ საქმეების ხელახლა გადახედვას“,- განაცხადა კბილაშვილმა.
internet.ge