23 ნოემბრისთვის, ამნისტიით ციხეებს სავარაუდოდ, შვიდასზე მეტი პატიმარი დატოვებს. ამის
შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
მინისტრმა სოზარ სუბარმა
„მაესტროს“ პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამნისტია 700-ზე მეტ ადამიანს შეეხება.
„ამნისტია შეეხება ძალიან
ბევრ პატიმარს. მთლიანობაში წლის ბოლომდე ციხეებიდან ძალიან ბევრი პატიმარი გათავისუფლდება, ამნისტია გიორგობისთვის ალბათ, მოესწრება, ზუსტად არ ვიცი, რადგან ეს პარლამენტის გადასაწყვეტია“ ,- განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება პრობაციონერებს, მინისტრის თქმით, კომისიის თქმით, ახალი შემადგენლობა მუშაობას
ხვალიდან დაიწყებს.
როგორც სუბარმა აღნიშნა, პატიმრებს,
რომლებსაც კანონი აძლევთ უფლებას და სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი, შეასაბამისი განცხადების დაწერა შეუძლიათ.
„კომისია იმუშავებს სრული დატვირთვით და ძალიან ბევრ პრობაციონერს მოეხსნება პრობაცია“,- განაცხადა
მინისტრმა და დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე დამატებითი კომენტარი მისი მხრიდან
ხვალ გაკეთდება.
internet.ge